ბახმაროში მომხდარი შემთხვევის დროს დაშავებულ ნიკა გელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
“მეგობრებო, ჩვენი უნივერსიტეტელი ნიკა გელაშვილი 19 აგვისტოს ბახმაროში უბედური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა.
ამჟამად ის იმყოფება რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე, სახის ყველა ძვალი ჩამტვრეული აქვს, ორივე ფილტვი დაბეჟილი და დაზიანებული, ამასთანავე ანთებითი პროცესია ფილტვებზე და არსებობს სეფსის საფრთხე, აქვს მრავლობითი დაზიანება გულ-მკერდის არეში, აღენიშნება მოტეხილობები ლავიწის ძვალსა და მეექვსედან მეთერთმეტე ნეკნის ჩათვლით.
მდგომარეობა ჯერ-ჯერობით სტაბილურად მძიმეა. საჭიროა მრავალჯერადი ქირურგიული ჩარევა. ნიკას მეგობრებმა გახსნეს საბანკო ანგარიში, სადაც შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა, რომელიც მოხმარდება მის რეაბილიტაციასა და გამოჯანმრთელებას.
ჩვენს ყველაზე კეთილ მეგობარს ისე სჭირდება თანადგომა და დახმარება, როგორც არასდროს. ყველას გულისხმიერების იმედი გვაქვს”.
ანგარიშის ნომერი-
Bank of Georgia- GE46BG0000000161639909
მიმღები: ქეთევან პატარაშვილი
TBC- GE60TB7775645061100017
მიმღები: ნინო გელაშვილი
შეგახსენებთ რომ ბახმაროში 19 აგვისტოს ფერდობიდან მანქანა დაგორდა სადაც ნიკა გელაშვილი დაშავდა.