მამაოს, რომელმაც ნათლობის დროს ბავშვს ტრავმა მიაყენა, ჯვრის ტარების უფლება ჩამოართვეს (ვიდეო)

რუსეთში, ლენინგრადის ოლქში მამაოს, რომელმაც ბავშვი მონათლა, ჯვრისა და ანაფორის ტარების უფლება ერთი წლით ჩამოართვეს.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მამაო ბავშვს უხეშად ეპყრობა. ბავშვის კივილის მიუხედავად, მამაო მას წყალში უხეშად ბანს.
ბავშვის დედის თქმით, ნათლობის შემდეგ ბიჭს დალურჯებები ჰქონდა.
მშობლებს ბოდიში გატჩინისა და ლუჟის მიტროპოლიტმა მიტროფანმა მოუხადა.

https://www.youtube.com/watch?v=jeYlLPbe-AY&feature=youtu.be

კომენტარები

სხვა სიახლეები