ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ასტრონომიული მოვლენის შესახებ წერს, რომელიც 11-13 აგვისტოს ყველაზე აქტიურ ფაზაში შევა.
“მეტეორების ნაკადი, რომელიც პერსეიდების სახელწოდებითაა ცნობილი აქტიურია ხოლმე 17 ივლისიდან 24 აგვისტოს ჩათვლით, თუმცა ყველაზე ინტენსიური 11-13 აგვისტოს არის ხოლმე. ეს გახლავთ უწვრილესი ნაწილაკები, რომლებიც ატმოსფეროში შემოჭრისას იწვიან და კაშკაშად ანათებენ.
პირველად ისინი ერთ-ერთ ძველ ჩინურ ტექსტშია ნახსენები, რომელიც ჩვ. წ-აღ-ით 36 წლით თარიღდება.
მათი თვალის მოკვრისას ადამიანები ცდილობენ მოასწრონ სურვილის ჩაფიქრება, ვიდრე ეს მანათობელი წერტილი ჩაქრებოდეს… და მერე? მართლა ხდებიან სურვილები? ვინ იცის…”, – წერს ასტროლოგი.
სხვა სიახლეები