ვერძი – თუ დღეს არ გააკეთეთ არაფერს ახალს, ხვალ შედეგს ვერ მიიღებთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. შეიძლება, მეგობრებმა ვერ გაგიგონ, თუ სიმპათიურ და წარმატებულ პარტნიორთან გაწყვეტთ რომანს.
კურო – კარგი დღეა მოგზაურობისა და მგზავრობის დასაწყებად. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანის გვერდით; განსაკუთრებით, თუ მასზე დაქორწინებას აპირებთ.
ტყუპი – გამონახეთ დრო ახალი საქმეების დასაწყებად. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. სანამ რამეს იტყვით, დაფიქრდით. გაფრთხილდით, რომ არ გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
კირჩხიბი – დილიდან კარგი განწყობა შეიქმენით და არ იფიქროთ უსიამოვნო მომენტებზე. დახმარებაზე უარი არავის უთხრათ. ეს კიდევ უფრო აგიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში.
ლომი – წარმატებული დღე გელით. ბევრ საქმეს (რომელსაც ერთდროულად მოაგვარებთ) მარტივად გაართმევთ თავს. საღამოს მხიარულად გაატარებთ; საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ.
ქალწული – მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც სწრაფად დადიან და გზას გიღობავენ,
ეს როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ.
სასწორი – ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. თუ ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი, აღარ დაუწყოთ ახსნა-განმარტება, გაერიდეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
მორიელი -საქმიანი შეხვედრებისა და ახალი საქმეების დღეა. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება, რომანში გადაიზარდოს. იყავით მეტად პოზიტიური.
მშვილდოსანი – ცვლილებები გსურთ და სამშაბათი მოქმედების დღეა. გადააკეთეთ, თუ რამე არ მოგწონთ და დატკბით შედეგით.
თხის რქა – ჩაიწერეთ ყველა ახალი იდეა, რომელიც დაგებადებათ, რადგან ყველაფერს დღესვე ვერ განახორციელებთ. შეკრიბეთ თანამოაზრეების ახალი ჯგუფი.
მერწყული – თუ ფული მოგრჩათ, ეს არ ნიშნავს, რომ დღესვე უნდა გაფლანგოთ. გადადეთ და საჭირო დროს გამოიყენებთ. ახალდაწყებულ რომანტიკულ ურთიერთობებში აჩქარება არ ივარგებს, ჯერ კარგად შეისწავლეთ პარტნიორი.
თევზები – დილიდანვე შეუდექით მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას. თუ კონკრეტულ ადამიანთან დალაპარაკება გსურთ, ნუღარ გადადებთ, დღესვე დაურეკეთ. საკუთარი თავი მეტად გაანებივრეთ ახალი ნივთებით, სასიამოვნო შეგრძენებით.