კენდალ ჯენერის მსგავსი “დიზაინერული ძუძუები” – პლასტიკური ქირურგიის უახლესი ტრენდი (ფოტო, ვიდეო)

გამჭვირვალე ზედის ქვეშ შიშველი მკერდი ახალი მოდური ტრენდია, რომელმაც ახალგაზრდა ამერიკელებში მკერდის გადიდებაზე მოთხოვნა საგრძნობლად შეამცირა. ახლა  გოგონებს ახალგაზრდა მოდელის, კენდალ ჯენერის მსგავსი მკერდი სურთ, რომლის მიღებაც სრულიად მისაღებ ფასად  შეგიძლიათ. ღირებულება 700 დოლარიდან იწყება.
ნიუ იორკელი პლასტიკური ქირურგი, ნორმან როუ ამბობს, რომ მასთან უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიდის “დიზაინერული ძუძუების” (ექიმის ტერმინი) გაკეთების სურვილით. პლასტიკური ქირურგის თქმით, ახლა ყველაზე აქტიური სწორედ კენდალ ჯენერის მსგავსი მკერდია – არც ისე დიდი, საკმარისად ნათელი, თუმცა  – მუდმივად წამოწეული კვირტებით, რომ ისინი სამოსის ქვემოდანაც იყოს შესამჩნევი.

2016 წლის დეკემბრიდან, როდესაც მოდელმა კენდალ ჯენერმა სოციალურ ქსელებში დაიწყო კამპანია “თავისუფლება ძუძუებს”, დიზაინერული მკერდის მოთხოვნა 4-ჯერ გაიზარდა.

მსგავსი საშუალო ზომის ესთეტიკური მკერდის მისაღებად არც ისე დიდი ოპერაციაა საჭირო. რეალურად კი სტანდარტულ, აქამდე ყველასთვის ცნობილ მამოპლასტიკაზე მსუბუქი პროცედურაა. ოპერაციის დროს, კოდური სიტყვით “როგორც კენდალს”, ექიმები მკერდის არეალს სიმეტრიულს ხდიან – უფრო სწორად კი პირდაპირი მნიშვნელობით, ყველას ერთ ზომას აკეთებენ. ამის შემდეგ იწყება მკერდის ფერის კორექცია, ანუ თუ საჭიროა რომ ძუძუები უფრო ნათელი გახდეს, ლაზერის მეშვეობით ფერს აღავებენ, ხოლო გამუქების შემთხვევაში საქმეში უკვე ტატუირება ერთვება.

კომენტარები

სხვა სიახლეები