გაზეთ “თბილისის” ყოფილი რედაქტორი, იოსებ ჭუმბურიძე “რუსთავი2-ის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე სოციალურ ქსელში აქტიურად წერს.
ამჟამად, ის მაია ასათიანის შესახებ წერს, რომელმაც ერთ-ერთ გამოსვლაში 9 აპრილსა და სამშობლოზე ისაუბრა.
“ახლა კი ვეღარ მოვერიდები ამ საბრალოსა და უვიც მაია ასათიანს და მასზე უვიც ნანუკა ჟორჟოლიანს, დროებით, გვერდზე გადავდებ.
ახლა გაახსენდა ამ ყოველგვარი უზნეობისა და უსამშობლოობის მქადაგებელ ქალბატონს სამშობლო?!
ცხრა აპრილის თაობა ვართო?!
გვახსოვსო, მხოლოდ ორი გაზეთი რომ გამოდიოდაო – „თბილისი” და „კომუნისტიო?!”
აი, სადამდე მივყავართ უვიცობას?!
იმ დროს სხვა არაერთი გაზეთიც გამოდიოდა, მათ შორის „ლიტერატურული საქართველო”(ჟურნალებზე თქვენნაირ „პუბლიცისტკას” ჰკითხეთ)…
რაც „თბილისს” შეეხება: მოიძიეთ იმდროინდელი ნომრები და ნახეთ, რას ვწერდი 9 აპრილამდე და შემდეგ…
„რუსთავი2″ კი, ერთ დროს მართლა ტელევიზია, ბიძინა ივანიშვილმა კი არა, თქვენნაირმა „ჟურნალისტებმა” აქციეს უზნეობის მთესველ „ცრუსთავ2″ – ად.
ეს კი ნამდვილად არ მიხარია”…- წერს ყოფილი რედაქტორი.