“იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც “ვაზელინობა”- რას წერს ნინო კუზანოვა “რუსთავი 2-ის” ახალ დირექტორზე
ნინო ნადირაძე-კუზანოვა სოციალურ ქსელში “რუსთავი 2 -ის” ახალი გენერალური დირექტორის შესახებ წერს. “15 წელია, ვიცნობ და ვმეგობრობ პაატასთან ( პროფესიულ ურთიერთობებს თუ არ ჩავთვლით). იცით, არც არავის ქება მჩვევია და არც “ვაზელინობა”, ერთ ფაქტსაც ვერ დამიდებთ! ეს არის კრისტალურად სუფთა, იშვიათი ერთგულების, თავმდაბალი, ჭიანჭველასავით მუშა, თბილი ადამიანი და თავისი საქმის უბადლო პროფესიონალი, რომელმაც ნულიდან არა, მინუსებიდან დაიწყო თავისი ცხოვრება (აფხაზეთიდან ლტოლვილობიდან) და მე მისი არცერთი უწესო ნაბიჯი მინახავს ამ ხნის მანძილზე. ეს იმიტომ დავწერე, რომ წარმომიდგენია, რას არ დააბრალებენ ახლა მას! თუმცა ჩემი დაცვა არ სჭირდება, მას საუკეთესო ადვოკატი ჰყავს – თავისივე წარსული”,.- წერს ნინო კუზანოვა სოცქსელში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია “რუსთავი2-ს” ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია ჰყავს.