ვინ არის გოგონა, რომელიც “მაიკროსოფტის” პირველი ქართველი თანამშრომელი გახდა

მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის, Microsoft-ის პირველი ქართველი თანამშრომელი 23 წლის მარიამ ნადირაძე გახდა. მან გასაუბრების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და ვაშინგტონის ოფისში სერვისინჟინრის პოზიციაზე დაინიშნა. ქართველმა გოგონამ აშშ-ში Grinnell College-ში სწავლა თბილისში, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის დამთავრების შემდეგ განაგრძო.
„გრინელის (Grinnell College) ახალი კურსდამთავრებული ვარ. კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე კომპიუტერული თამაშების სიყვარულის გამო ჩავაბარე. ბავშვობიდანვე თავისუფალ დროს, ძირითადად, კომპიუტერულ თამაშებს ვუთმობდი, თუმცა ძალიან მიყვარს კითხვაც და რომ ვუფიქრდები, უბრალოდ, თხრობის (Storytelling) ხელოვნება მომწონს”, – ამბობს მარიამ ნადირაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები