ჯგუფში – Spend Your Summer In Georgia (გაატარე ზაფხული საქართველოში) რუსეთის მოქალაქეები საქართველოს შესახებ აქტიურად წერენ და ამბობენ, რომ აკრძალვის მიუხედავად ისინი საქართველოში ისევ დაბრუნდებიან.
ანტონ მოროზოვი, მოსკოვიდან:
“იცით რა… ამ ყველაფრის მერე უბრალოდ არ ვიცოდი რა მეთქვა… სიტყვები არ მყოფნიდა. მე რუსეთიდან და რუსი ვარ, ძალიან მიყვარხართ და არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც აუკრძალავს კარგ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლას.
ალიონა საფრონოვა:
“მე ვარ რუსეთიდან და ჩემი ❤️ ოკუპირებულია საქართველოს მიერ”
მარია ტიმოშენკოვა, ტვერიდან:
“მე ვარ რუსი. მაისში ბათუმში ვიყავი და არაფრის შემშინებია, ახლაც არაფრის მეშინია, უბრალოდ ვბრაზდები პოლიტიკური სირთულეების გამო!”
ნატალია რედკო, მოსკოვიდან:
“მე რუსეთიდან ვარ და მიყვარს საქართველო, როგორც ჩემი სამშობლო.ვგიჟდები გუდაზე და შქმერულზე, მიყვარს, როცა ზაფხულის დილას მოხუცი ქალი ყვირის “მალინას”, ვარ რაგბის ფანი! მიყვარს ჩემი ქართველი მეგობრები, მენატრებით და გპირდებით, მალე დავბრუნდები”
მაქსიმ ბოროვიკოვსკი:
“მე ვარ რუსი და საქართველო ძალიან მიყვარს! ვწუხვარ, რომ ჩვენს ნაცვლად პოლიტიკოსები წყვეტენ ყველაფერს!მჯერა, რომ ჩვენ მშვიდობიანად ვიცხოვრებთ!”
დიმ ჩერკასოვი, მოსკოვიდან:
“არ გაანაწყენოთ ჩემი საყვარელი საქართველო!”
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯგუფი მას შემდეგ შეიქმნა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისი ქვეყნიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენების აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოსცა. ჯგუფს დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც რუსეთიდან, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და ის ამ დროისთვის 200 ათას ადამიანზე მეტს აერთიანებს.