გუშინ აქციაზე დაშავებულებს, რომელთაც თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდათ, ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს

კლინიკა “ევექსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი ნიორაძე ექიმებს მადლობას უხდის.

როგორც ნიორაძის პოსტიდან ირკვევა, ორ პაციენტს, რომლებსაც თვალზე ურთულესი ოპერაცა ჩაუტარდათ, თვალი შეუნარჩუნეს.

“რეგიონულ ჰოსპიტალს მთელი ღამის განმავლობაში ურთულეს რეჟიმში უწევდა მუშაობა და ეს ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა.
ტყვიით დაშავებულ ორ პაციენტს თვალზე ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში თვალის შენარჩუნება მოხერხდა. ჰოსპიტლის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის ექიმებმა თავდაუზოგავად იმუშავესMisha Omiadze (რეზის და ნინოს Rezi Omiadze nino beradze ვერ ვთაგავ და ჩემი დიდი პატივისცემა მათ
განხორციელდა ორი რთული ნეიროქირურგიული ოპერაცია ბატონი ლადო წიქარიშვილის Lado Tsikarishvili ხელმძღვანელობით, და ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი გააკეთეთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა, მჯერა რომ ყველაფერი კარგად იქნება !!!
Otari Dikhaminjia ყველა შემოსული პაციენტი პირადად პირველმა მიიღე და გაქვს ურთულესი პროფესია და ამასთან ხარ უაღრესად პროფესიონალი.

Natia Nutsubidze შენ ქვეყნის ყველაზე მძლავრი ჰოსპიტლის დირექტორი ხარ და როგორც რიგითი მოქალაქე შენს ჰოსპიტალში მომუშავე ყველა ექიმს დიდ მადლობას ვუხდი.
საქართველოს გაუმარჯოს”. – წერს ნიორაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები