“რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე გუშინ ღამის მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში “პოსტს” აქვეყნებს.
“ასე დამიზნებით ესროდა თავში აქციის მონაწილეებს. მათ შორის – ჟურნალისტებს. მათ დაჭრეს “კურიერის” ჟურნალისტი, თამარ ბაღაშვილი, რომელსაც ახლა საოპერაციოდ ამზადებენ. თვალი ამოთხარეს ჩვენს თანამშრომელს, რომელსაც ყბის ძვლები აქვს ჩამტვრეული. ჰოდა ხალხს აქვს უფლება, იცნობდეს მათ!!! გაიცანით ზაზა ფანცქალაშვილი. ახლა მიდის სკანირება და ყველას დავადგენთ. გუშინ იყო ბრძანება, დამიზნებით ესროლათ ჟურნალისტებისთვის. მთელს მსოფლიოში PRESS თუ აწერია, თუ კამერა უჭირავს, თუ მიკროფონი უჭირავს, არავინ ესვრის, თუ არ არის ჯალათი, ან რუსი ოკუპანტი !!! რატომ ესროდნენ დამიზნებით ჟურნალისტებს, ვისი ბრძანება იყო? გავა დრო და თავად იტყვიან ეს სპეცრაზმელები!!!”, – წერს მელაძე სოცქსელში.
სხვა სიახლეები