დედა სიდონია: ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?

დედა სიდონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც “თბილისი პრაიდის” შესახებ მსჯელობას ეხმაურება.
“ძლიერ ქრისტიანს ბოროტის არ ეშინია, ის სინათლის გამრავლებაზე ზრუნავს და ასე განდევნის ბნელს და არა – ჰაერში უმისამართოდ ხელების ქნევით.
როგორც ყოველთვის, საზოგადოების დიდი ნაწილი მიკერძოებულია მსჯელობისას.
ამიტომ, არანაირი სურვილი მაქვს “პრაიდის” თემებში ჩართვისა.
ერის პრობლემა განათლება და ანალიზის არქონაა და ჯობს, ცნობიერების ამაღლებაზე, მათი უკიდურესად ცუდი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვიზრუნოთ ჯერ და მერე სხვა დანარჩენი მოვთხოვოთ.
სრულიად სხვადასხვა ნაპირზეა ორივე მხარე და მათით მანიპულირებენ გონიერი ძალები.
ზოგიც ერთობა და უმუშევრობით დაგროვილ ენერგიებს ხარჯავს.
მართლა მაინტერესებს, ოთხოზორია რომ საზღვარზე ჩაგვიცხრილეს, მაშინ არ შეგელახათ თავმოყვარეობა?
ამ კითხვას რომ ვსვამ, წინასწარ ვიცი, “პრაიდის” მომხრედ შემრაცხავენ.
აქ არც “პრაიდია” მთავარი, არც ვასაძე. ჩვენი საკითხების არცოდნით მანიპულირების საშუალებას რომ ვაძლევთ სხვადასხვა ძალას, პრობლემა მანდაა”, – წერს დედა სიდონია სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები