“მერსედესი”, ვის იცნობ, კი მარა ამნაირს, “პროწივზე” რო მოდიხარ” – ქუთაისელი პატრული მოქალაქეს

სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე – “ქუთაისი”, სახალისო კომენტარები ვრცელდება, რომლის ავტორებიც, როგორც აღნიშნულია, პატრულის თანამშრომლები არიან. სახალისო ფრაზებით  მოძრაობისას მოქალაქეებს საპატრულო პოლიციის მანქანიდან მიმართავენ.
“მერსედესი”, ვის იცნობ, კი მარა ამნაირს, “პროწივზე” რო მოდიხარ”;
“ოპელი”, რანაირად მოძრაობ, არ მცალია ახლა, თორე კაი ჯარიმას გამოგიწერდი”;
დისტრიბუციის მანქანა დგას ცუდად და პატრულის თანამშრომელი მიმართავს მძღოლს – “ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”;
“ბეემვე” რემენი “რექსონაა”, იღლიაში რო ამოგიდვია?”
“პატრული: თუ შეიძლება საბუთები მომეციო მძღოლი: რათგინდაო. პატრული: რათ მინდა და გეპეიში უნდა მოგაწყოო”
“წინ მოედანია და წესით უნდა დაარტყას წრე ჯიპმა:
– ჯიპი რაია, კრუგი რომ დაგერტყა, გული აგერეოდა?”
“ე.წ პავაროდნიკის ნათურა მქონდა დამწვარი და ხელი მქონდა გამოწვდილი , გაგანია ყინვაა და პატრულმა- აუდი მოგცემ ოც თეთრს და იყიდე ნათურა თუარა მოგეყინა თითები ”
“ქუთაისში მოედანზე ყველამ იცის რა რთულია მანქანის გაჩერება ,
მერსედესი ჯახირობს და უნდა რო სამკუთხედში ჩააკვეხოს
პატრული ცოტა მოშორებით იდგა და კაი ხანი უყურა,
ბოლოს უძახის :
“მერსედესი სამკუთხედია შენი მანქანა თუ სად ატენი “
“ეკლესიასთან გაიარა დიდი სისწრაფით მანქანამ და ემელი არ გიშველის პირჯვრის გადაწერა”
“ფანჯარა ჩამოვწიე, საბუთები მივაწოდე და წინ ვიყურები. დახედა, პარპრიზიდან ჩამომხედა და -რაია ნაწყენი ხარ ჩვენზე?”
“ძველია მარა ამბობენ მართალი ამბავიაო. ქუთაისში შუქნიშანზე მდგარა მანქანა, აინთო მწვანე, წითელი, ყვითელი, მწვანე ისევ, წითელი და მანქანა არ მიდის. უკან აპტრული მდგარა და რაციაში ჩაუძახია რა იყო ოპელი ვერ აინთო შენი მოსაწონი ფერიო?

 

კომენტარები

სხვა სიახლეები