სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნალეფსაოში 16 წლის გოგონამ, სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მისი ცხედარი სახლის ეზოში, ბოსელში იპოვეს. გარდაცვლილი მეათე კლასის მოსწავლე – თამუნა ჯანაშიაა. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახს ფინანსურად არ უჭირდა და მათთვის გაურკვეველია, რა გახდა სავარაუდო სუიციდის მიზეზი.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სხვა სიახლეები