”პროფილში” დაანონსებული ეკა ყუშიტაშვილის ინტერვიუ ეთერში არ გავიდა – რა განმარტებას აკეთებს პროდიუსერი

”პროფილის” ანონსების მიხედვით, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა ”რუსთავი 2”-ის ეთერში, პატრულთან მომხდარი ინციდენტით პოპულარული ეკა ყუშიტაშვილის ინტერვიუც უნდა გასულიყო.
ინტერვიუ როგორც ანონსებიდან ირკვეოდა, საკმაოდ გულახდილი იყო და სკანდალურ პერსონას გადამღებმა ჯგუფმა მშობლიურ კახეთშიც კი ჩააკითხა.
ეკა საუბრობდა პლასტიკურ ოპერაციებზეც და წამყვანს საკუთარი მკერდის შემოწმებაც კი შესთავაზა. სკანდალურმა ანონსმა სოციალური ქსელი დაიპყრო და მაყურებელი მოუთმენლად ელოდებოდა გადაცემის ეთერში გასვლას.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაანონსებულმა ინტერვიუმ გააღიზიანა. მათ შორის ”რუსთავი 2”-ის რამდენიმე ჟურნალისტიც.
სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ არ შეიძლებოდა რეიტინგის გამო ყველაფერზე წასვლა და რომ ჟურნალისტები თავად ქმნიდნენ გემოვნებას და იმაზე უნდა ეფიქრათ, რომ ისეთი ადამიანები არ გაეპიარებინათ, ვინც საზოგადოებას გინებით გააცნო თავი.
ამ შინაარსის სტატუსებმა ინგა გრიგოლიაც კი გააღიზიანა. ალბათ გახსოვთ, ”იმედის კვირაში” ეკას ჩართვამ სერიოზული კრიტიკა დაიმსახურა.
განმარტებისთვის  ”პროფილის” პროდიუსერს დავუკავშირდით, თუმცა ეკა ყუშიტაშვილის ინტერვიუს არ გასვლასთან დაკავშირებით გადაცემის მხარემ კომენტარი არ გააკეთა.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები