ვინ არიან მესტიაში დაკარგული ბიჭები – „შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, მეორეს კი ორსული მეუღლე ჰყავს“ (ფოტოები)

მესტიაში მაშველები ორ ახალგაზრდას ეძებენ. ისინი მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც, ავტომობილი ბეჩოს ხიდიდან, ადიდებულ მდინარე დოლრაში გადავარდა.

მდინარეში გადავარდნილი ორი ახალგაზრდა კაცის სამძებრო სამუშაოები დღეს გამთენიიდან განახლდა. ამ წუთებში სამაშველო ჯგუფი მდინარიდან ავტომობილის ამოყვანას ცდილობს. ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდები შესაძლოა, ისევ ავტომობილში იყვნენ.
„დაკარგულები არიან 23 წლის ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი. ჟორჟოლიანს ორსული მეუღლე ჰყავს. ამირან გვიდანი და ვაჟიკო ჟორჟოლიანი გვიდანის შეყვარებულის სანახავად მიდიოდნენ, რომელიც საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.
გზაზე მოხდა ეს შემთხვევა, რა დროსაც ხიდიდან წყალში გადავარდნენ“, – განუცხადა „კვირა +“-ს ერთ-ერთი დაკარგული ბიჭის ახლობელმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები