ლექტორის მოყოლილი სახალისო ამბავი სტუდენტის დედაზე – რა ისტორიას ჰყვება ლაშა ჩხარტიშვილი

ხელოვნებათმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე სახალისო ისტორიას წერს, რაც   საკუთარ ლექციაზე მოხდა:
„სტუდენტის (ბიჭის) დედა მოვიდა ლექციაზე იმის გადასამოწმებლად, ესწრება თუ არა მისი შვილი ლექციებს.
გაირკვა, რომ ის აუდიტორიაში არ არის.
ითხოვა, თუ შეიძლება, დავჯდები და დაველოდებიო.
რა თქმა უნდა, დავრთე ნება ლექციაზე დასწრების.
შესვენებაზე მეუბნება: ასეთ საინტერესო ლექციას ნორმალური კაცი თუ გააცდენდაო, მერე ქართული თეატრის პრობლემებზე მეკამათა და ახლა ისტერიკულად ურეკავს შვილს, რომელიც ეუბნება, რომ ლექციაზეა და ტელეფონს უთიშავს“.

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები