BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთს “ვიკიპედიამ” ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლა. მიზეზი თურქეთში ონლაინენციკლოპედიის წვდომაზე ორწლიანი შეზღუდვაა. ონლაინენციკლოპედია მსოფლიოს მასშტაბით არაერთმა ხელისუფლებამ დაბლოკა. 2017 წელს მსგავსი გადაწყვეტილებით სხვა ქვეყნებს თურქეთიც შეუერთდა.