“რ2- ის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში კასპში მომხდარ მკლვევლობას ეხმაურება:
“ჩემი შვილი რომ თინეიჯერულ ასაკში გათხოვდეს, შვილს, რა თქმა უნდა, არ გაგუდავს, მაგრამ მე კი გავიგუდავ თავს!
ელაპარაკეთ თქვენს შვილებს! განსაკუთრებით მამები და განსაკუთრებით გოგოებს! ბიჭებსაც, რა თქმა უნდა.
ორივე მყავს პრეთინეიჯერულ ასაკში და უკვე ბევრს ვმსჯელობთ ოჯახის.ა და სექსუალობის თემებზე. განვიცდი უხერხულობას – დიახ. ვიშმუშნები და ზოგიერთ შეკითხვას ვერ ვპასუხობ – დიახ. რატომ? იმიტომ, რომ სექსუალური განათლება არ მიმიმღია და დაწყობილად არავისთან მილაპარაკია ამ თემებზე.
სექსუალური განათლება სკოლაში! სასწრაფოდ! ეს სჭირდებათ ბავშვებს და ეს გვჭირდება მშობლებს!
ps სირცხვილი მე, განათლების ყოფილ მინისტრს, ამისთვის რომ ვერ მოვიცალე და ამ საკითხს არ მივხედე! არც გამხსენებია იმდენ საქმეში! სირცხვილი მე!”, – წერს გვარამია.
სხვა სიახლეები