ბაღი, რომელიც ქეით მიდლტონმა საკუთარი დიზაინით მოაწყო (ფოტო,ვიდეო)

სოციალურ ქსელებში სამეფო ოჯახის ფოტოები და ვიდეოები ვირუსულად გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის შვილები: პრინცი ჯორჯი, პრინცესა შარლოტა და პრინცი ლუი ქეით მიდლტონის მიერ მოწყობილ ბაღში მშობლებთან ერთად თამაშობენ და ერთობიან.
ბაღის მოწყობა ქეითის იდეა იყო, რომელშიც პრინცესას საკუთარი დიზაინერი დაეხმარა.
ბაღში სულ სიმწვანეა. საქანელას გვერდით პატარა ნაკადული ჩამოედინება, რომელზეც დიდსა თუ პატარას შეუძლია, დაჯდეს და განიტვირთოს.
ბავშვები ქეით მიდლტონს ბაღში გამოსაყენებელი ფოთლების, ტოტებისა და ხავსის შეგროვებაში ერთი თვის განმავლობაში ეხმარებოდნენ. სამეფო წყვილის განცხადებით, ბუნებაში ყოფნა ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები