რატომ შეუჩერა “გუგლმა” “ჰუავეის” ანდროიდის ლიცენზია

Routers-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც “გუგლი” “ჰუავეის” ანდროიდზე ლიცენზიას შეაჩერებს.
მას შემდეგ, რაც ამერიკის მთავრობამ აღნიშნული ჩინური კომპანია “შავ სიაში” შეიყვანა, Google-მა Huawei-სთან კონტრაქტი გაწყვიტა.
შეზღუდვები Android-ის ოპერაციულ სისტემებს შეეხება. მომხმარებლები მის განახლებას ვერ შეძლებენ. ასევე, მომხმარებელს საშუალება არ ექნება, ისარგებლოს ინტერნეტმაღაზია Google Play-ითა და Gmail-ის საფოსტო ყუთით. მედიის ცნობით, შეზღუდვები მხოლოდ ახალ მოდელებს შეეხება.
პრეზიდენტი ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მხრიდან Huawei-ზე ზეწოლა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ჩინეთის მთავრობა Huawei-ს მოწყობილობას ჯაშუშობისთვის იყენებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები