ინგრედიენტები:
ალუბლის კომპოტი – 100 მლ.
ნაღები (10 %) – 500 მლ.
შაქარი – 70-80 გრ. ჟელატინი.
მომზადების წესი: 1 ჩაის კოვზ ჟელატინს 50 მლ. ანადუღარი წყალი დავასხათ და 1 საათით დავტოვოთ. შემდეგ ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ ადუღებამდე არ მივიყვანოთ. ჟელატინი კომპოტს დავუმატოთ, კარგად ავურიოთ. კომპოტი პატარა გულის ფორმაში ჩავასხათ და მაცივარში 3-4 საათით მოვათავსოთ. ცალკე თასში 3 ჩაის კოვზ ჟელატინს 100 მლ ანადუღარი წყალი დავასხათ და 1 საათით დავტოვოთ. შემდეგ ცეცხლზე დავდგათ, ოღონდ ადუღებამდე არ მივიყვანოთ. ნაღები შაქართან ერთად ავთქვიფოთ და ჟელატინი დავუმატოთ. პატარა გულის ფორმიდან ჟელე ამოვიღოთ და დიდ გულის ფორმაში შუაში მოვათავსოთ. ფრთხილად ნაღების 1-2 სმ. ფენა გულის ფორმაში ჩავასხათ და მაცივარში 20 წუთით მოვათავსოთ. შემდეგ დარჩენილი ნაღების მასა დავუმატოთ და მაცივარში 5-6 საათით დავტოვოთ.
Next Post
სხვა სიახლეები