ჯესი ქიუზის დისკრიმინაცია მისმა ზოდიაქოს ნიშანმა გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ჯესი ყვება, რომ ოთახის ერთობლივ ქირაზე უარი უთხრეს, რადგან ის ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა იყო.
„სიმართლე გითხრათ, ამ წერილმა შემაშფოთა და მეუხერხულა დარეკვა. მოგვიანებით ვუპასუხე, რომ თუ ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ასეთი მნიშვნელოვანია, შეიძლება, მართლაც არ ღირდეს ჩვენი თანამშრომლობა. მივხვდი, რომ დისკრიმინაციის მსხვერპლი აღმოვჩნდი“, – განაცხადა ქუიზმა.
ჯესის თქმით, მას უთხრეს, რომ თხის რქებს დომინანტური ხასიათი აქვთ და მათთან თანასწორად ცხოვრება რთულია.