მოშინაურებულმა ირემმა ავსტრალიაში მამაკაცი მოკლა, მის ცოლს კი ჭრილობები მიაყენა (ფოტო)

მოშინაურებული ირემი ავსტრალიაში 47 წლის მამაკაცს თავს დაესხა და მოკლა, ხოლო მის ცოლს უამრავი ჭრილობა მიაყენა. ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით BBC ავრცელებს.

ირემი პოლ მაკდონალდსს თავს მაშინ დაესხა, როდესაც მან ცხოველს საჭმელი მიუტანა. ქალი ქმრის დახმარებას ცდილობდა, როდესაც ირემმა მასაც რამდენიმე ღრმა ჭრილობა მიაყენა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება ოჯახი, ირემს 6 წლის განმავლობაში უვლიდა.
ინციდენტის ადგილზე მისულმა პოლიციამ ირემი მოკლა.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები