თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ მამაკაცს, რომელიც ძალადობით სექსუალურ კავშირს ამყარებდა ორ არასრულწლოვან გერთან,
18 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შემთხვევა თბილისში მოხდა. ბრალდებული გ.ფ, წლების განმავლობაში, ორ არასრულწლოვან გერზე სექსუალურად ძალადობდა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ გაუპატიურება, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გ.ფ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 18 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის განცახდებაში.
Prev Post
სხვა სიახლეები