ამერიკაში პოლიციამ რობოტი მტვერსასრუტი „დააკავა“, რომელიც საპირფარეშოში ჩაიკეტა

ამერიკაში, ორეგონის შტატში, პორტლენდის პოლიციაში გამოძახება შევიდა.
მოქალაქე იტყობინებოდა, რომ თავის სახლში უცხო პირი შევიდა და აბაზანაში ჩაიკეტა. სამართალდამცველები ადგილზე ძაღლებთან ერთად მივიდნენ და სახლის დათვალიერება დაიწყეს. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
უცხო პირს პოლიციელებმა რამდენჯერმე სთხოვეს საპირფარეშოს დატოვება.
ამის გამო, პოლიციამ კარი შეანგრია, სადაც მათ, ადამიანის ნაცვლად, რობოტი მტვერსასრუტი დახვდათ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები