დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსამართლეობის კანდიდატის კეთილსინდისიერება რომ დავინახოთ, მისი წარსული უნდა ვიცოდეთ. მოსამართლეების შესახებ ეკა ბესელიას ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს.
“საქართველოში მაღლა ქვა რომ ისროლო, ქვემოთ იურისტს მოხვდება. კეთილსინდისიერი იურისტები არიან მოსაძებნი იმისთვის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები იყვნენ.
მოდი, ყველამ ერთად დავუსვათ წერტილი ამ უსამართლობას, რომელიც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.