აპლიკაცია, რომელიც პარტნიორთან დაშორებას გადაგატანინებთ

​აპლიკაციას, რომელსაც Mend ჰქვია, შეუძლია ადამიანებს პარტნიორთან დაშორების შემდეგ, დეპრესიის დაძლევაში დაეხმაროს.
“ის თქვენი საუკეთესო მეგობარია, რომელიც ჯიბეში გყავთ. სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გეტყვით – “უბრალოდ დაივიწყე ყოფილი”. დაშორების გადატანა ამაზე ბევრად რთული პროცესია. ჩვენი საქმიანობა სამეცნიერო კვლევას ეფუძნება და გეხმარებათ არა მხოლოდ იმაში, რომ უკეთ იგრძნოთ თავი, არამედ სწრაფად გახდეთ კარგად”, – წერენ აპლიკაციის შემქმნელები ოფიციალურ ვებგვერდზე.
აპლიკაცია ფასიანია და 10 დღის განმავლობაში 99 დოლარი ღირს, ერთი თვის ღირებულება კი 400 დოლარია. Mend ​ უკვე ხელმისაწვდომია AppStore-ში.

კომენტარები

სხვა სიახლეები