ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის ორგანიზებით, 22-23-24 თებერვალს დაბა ბაკურიანში ჩატარდა სემინარი თემაზე “მოზარდის ცნობიერების ამაღლება ყოველდღიურ სამოქალაქო ცხოვრებაში”. აღნიშნულ სემინარზე სკოლის ეგიდით მიწვეული იყო თინათინ სოზიაშვილი.
„მიგვაჩნია, რომ ზამთრის სკოლა არის ადგილი, სადაც შექმნილია უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემო მონაწილეთა შემეცნებით-შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად; ჯანსაღი ცხოვრების წესის პრაქტიკაში დასანერგად; ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და მნიშვნელოვანი სოციალური ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“,- აცხადებენ ორგანიზატორები.
სემინარს 7-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდები დასწრნენ.
სხვა სიახლეები