“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ცნობილი დიზაინერის, კარლ ლაგერფელდის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით გამოწვეულ მითქმა-მოთქმას სოციალურ ქსელში ეხმაურება. გოცირიძე შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს.
“დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ცნობილი მოდელიერის, კარლ ლაგერფელდის მიერ, რომელსაც ცოლ-შვილი არ ჰყავდა, თავისი ქონების დიდი ნაწილის, 200 მილიონის, საკუთარი კატისთვის დატოვებამ. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, ამ ქონებას კატა ვერც შეჭამს და ვერც გაანიავებს. ლაგერფელდს 200 მილიონი სახელმწიფოსთვის რომ დაეტოვებინა იმ დათქმით, რომ ეს ფული უსახლკარო ადამიანებს ან რაიმე წამლის გამოგონებას მოხმარდებოდა, იტყოდნენ, ”აი,კაცი”! სინამდვილეში ასეც მოხდა. კატის სიკვდილის შემდეგ, ფული სახელმწიფოს დარჩება.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გადაანაწილა მთლიანად ადამიანებზე, ეს მხოლოდ მან იცის. ყველას დაუტოვა იმდენი, რამდენიც ჩათვალა საჭიროდ. ამ ისტორიაში ის არის საინტერესო, რომ არსებობს სისტემა, რომელიც პატივს სცემს ადამიანის პიროვნულ არჩევანს და იცავს საკუთრების უზენაეს უფლებას. კატის კი ნუ გშურთ. თურმე სამი მილიონი ჰქონია გამომუშავებული რეკლამაში”, – წერს რომან გოცირიძე.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ კარლ ლაგერფილდის მემკვიდრეობიდან საკმაოდ სოლიდური თანხა მის კატას – შუპეტს დარჩება.
სხვა სიახლეები