ნასას ადმინისტრატორი უცხოპლანეტელების არსებობას არ გამორიცხავს

„არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? ვფიქრობ, დიახ”, – ამის შესახებ NASA-ს სამეცნიერო მისიათა დირექტორატის ხელმძღვანელმა, თომას ზურბუკენმა ბოსტონის უნივერისტეტის გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა.
„არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის მიღმა? ვფიქრობ, დიახ, მაგრამ ზუსტად, არ ვიცი. მარტივი მიზეზი, რის გამოც ასე ვფიქრობ ისაა, რომ ბუნებას სათანადოდ ვერ ვაფასებთ, როცა ეჭვქვეშ ვაყენებთ წყლისა და კომპლექსური მოლეკულების არსებობას დედამიწის მიღმა. თითოეული მათგანის წარმოქმნა იმაზე გაცილებით მარტივია, ვიდრე გვგონია“, – განაცხადა ზურბეკენმა.
მისივე თქმით, არ აქვს აზრი, იმაზე მსჯელობას, არის თუ არა სამყაროში სხვაგან სიცოცხლე, თუ არ უზრუნველვყოფთ დედამიწაზე სიცოცხლის გაგრძელებას.
„არ აქვს მნიშვნელობა, რა არის ამ კითხვის პასუხი. აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ სიცოცხლისუნარიანი დედამიწა. სხვაგვარად მოქცევა ძალიან საშიშია. ვფიქრობ, სხვა პლანეტათა ტერაფორმირება მოკლე დროში შეუძლებელია. უფრო მეტი დრო და ძალისხმევა უნდა დავხარჯოთ, რათა დედამიწა შევინარჩუნოთ ისეთი, როგორიც არის – სიცოცხლით სავსე და საოცარი. სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს“, – აღნიშნა ზურბუკენმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები