ეჭვიანმა გოგონამ გონებამახვილურ ხერხს მიაგნო, თუ როგორ დაეცვა შეყვარებული სხვა ქალების ყურადღებისგან. მან თავის შეყვარებულს მაისური აჩუქა თავისი ფოტოთი და წარწერით: “თუ კი შენ ამ ტექსტს კითხულობ, ესე იგი, უკვე ზედმეტად დიდხანს მიშტერებიხარ ჩემს შეყვარუბლს, ზუსტად აი ასე შემოგხედავდი მე ახლა, რომ აქ ვყოფილიყავი. გამარჯობა მე ჰოლი ვარ, მისი შეყვარებული”.
ჰოლიმ ფოტო, რომელზეც მის შეყვარებულს “ქალებისგან დამცავი” მაისური აცვია, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და უამრავი გამოხმაურება მიიღო. მისი პოსტი ვირუსულად გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა ჰოლი პარანოიკად შერაცხა, ნაწილმა კი აღტაცება გამოთქვა მისი იდეისადმი, დანარჩენები კი თვლიან, რომ ჯანსაღი ურთიერთობა ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე უნდა იყოს აგებული.
სხვა სიახლეები