“ახლა ერთად მეყოლებით ორივე”, – წერს ტელეწამყვანი მაია ასათიანი და სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძესთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. მაია ასათიანი და ლევან ჩხაიძე უახლოესი მეგობრები იყვნენ.
შეგახსენებთ, მაია ასათიანის ერთადერთი შვილი ნუცა მახვილაძე 2017 წლის 23 თებერვალს საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა.
გოგონა 18 წლის იყო, საზღვარგარეთ სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა. ასათიანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ნუცა მისთვის არ გარდაცვლილა და მის საფლავზე ვერ მიდის.
ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ მაია წერს, რომ დარწმუნებულია, რომ მისი შვილი და ლევან ჩხაიძე ერთად იქნებიან.
სხვა სიახლეები