ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის მეზღვაური აგვისტოს ცნობილი ფოტოს გმირის შვილი აღმოჩნდა

23 წლის მეზღვაური დათო რაზმაძე, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს იმ მამაკაცის – ზაზა რაზმაძის ვაჟია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში, გორში გადაღებული ცნობილი ფოტოს გმირია. ფოტოზე მამაკაცი დაბომბვისას დაღუპულ საკუთარ ძმას დასტირის.
თავად ზაზა რაზმაძე 2014 წელს კარალეთში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ის ელექტროგაყვანილობის მონტაჟისას, დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
ზაზა რაზმაძის შვილი კი დათო რაზმაძე, რომელიც თურქულ გემზე სამუშაოდ იმყოფებოდა, გარდაცვლილი ერთ-ერთ ნავსადგურში გუშინ იპოვეს. მას ოჯახთან კონტაქტი 7 იანვრის შემდეგ არ ჰქონდა.
დათოს დედის განცხადებით, რომელიც კვიპროსშია გათხოვილი, მისი შვილი გემიდან მასთან აპირებდა ჩასვლას.

კომენტარები

სხვა სიახლეები