კენიაში ტერაქტის დროს ერთ-ერთი დაღუპული, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს სასწაულებრივად გადარჩენილი ამერიკელია
ამერიკელი ბიზნესმენი, რომელიც კენიაში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი მსხვერპლია, 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში ტერორისტული თავდასხმის დროს სასწაულებრივად გადარჩენილი მამაკაცია. მომხდარის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Daily Mail ავრცელებს.
სამშაბათს, ქალაქ ნაირობიში სასტუმრო Dusit-თან აფეთქება და სროლა მოხდა. სამართალდამცავმა ორგანოებმა თავდასხმას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.