“ამბობდნენ, რომ ვიღაცამ მათ სიურპრიზი მოუწყო, მაგრამ არავინ იცოდა ვინ” – 20 წლის შემდეგ ორხევის მოსახლეობისთვის პირველად აინთო ნაძვის ხე (ფოტოკოლაჟი)

20 წლის შემდეგ ორხევის მოსახლეობისთვის პირველად აინთო ნაძვის ხე – ამის შესახებ ორხევის დასახლებაში მცხოვრები სალომე ცისკარაული სოციალურ ქსელში წერს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს მადლობას უხდის.
“მე, ჩემი შვილი, ჩემი შვილის მეგობრები, მეზობლები, უბნელები, გამვლელები თუ გამომვლელები – ყველანი ვიყავით ძალიან ბედნიერები. 20 წლის შემდეგ ორხევის მოსახლეობისთვის პირველად აინთო ნაძვის ხე, ვის ქუჩაზეც ყოველ ახალ წელს სხვადასხვა, ლამაზ-ლამაზი განათება კეთდება ამ ემოციას ვერ გაიგებთ, მიჩვეულები იქნებით, მაგრამ ჩვენ დღეს გაბრწყინებული თვალებით, ჯერ განათებულ ნაძვის ხეს ვუყურებდით და მერე ერთმანეთს. ადამიანები ამბობდნენ, რომ ვიღაცამ მათ სიურპრიზი მოუწყო, მაგრამ არავინ იცოდა ვინ.
ბატონო გიორგი, დიდი მადლობა საახალწლო განწყობისთვის, ყურადღებისთვის, ბედნიერი ადამიანებისთვის ამდენი წლის შემდეგ. ჩვენი ბუნებრივი ნაძვის ხე სკვერში დგას და ჩვენთვის ულამაზესია. შეგიძლიათ მოინახულოთ,” – წერს სალომე ცისკარაული.

კომენტარები

სხვა სიახლეები