„YouTube” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერი 7 წლის ბიჭუნა გახდა

ამერიკულმა ჟურნალმა Forbes-მა ჰოსტინგის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბლოგერების ათეული გამოაქვეყნა. პირველი ადგილი დაიკავა შვიდი წლის რაინმა, რომელიც საკუთარ ვიდეოებს არხ Ryan ToysReview-ზე აქვეყნებს.
რაიანი ძირითადად ახალ სათამაშოებს ხსნის და ტესტავს, მისი ოჯახის წევრები კი ამ პროცესს კამერაზე იღებენ. სათამაშოების პატარა სპეციალისტის წყალობით ოჯახმა 22 მილიონი გამოიმუშავა და მთელს მსოფლიოში 17 მილიონი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.
რაიანის მსგავსად გამდიდრებული ადამიანების ხუთეულში ასევე შედიან – ბლოგერი ჯეიკ პოლი, ტრიუკების მოყვარული ხუთეული არხიდან DudePerfect, თამაშების მიმომხილველი დენიელ მიდლტონი და სტილისტი ჯეფრი სტარი.

კომენტარები

სხვა სიახლეები