მიუნხენში 2,3 მილიონ ევროდ ღირებული ოქროს ნაძვის ხე დადგეს

გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ევროპის ყველაზე მდიდრული ნაძვის ხე დადგეს. მას პირამიდის ფორმა აქვს, რომელზეც 2018 ოქროს მონეტაა დამაგრებული.
ინსტალაციის წონა 63 კილოგრამს აჭარბებს, ხოლო ღირებულება 2,3 მილიონი ევროა.
ასე მოემზადა შობისთვის კომპანია, რომელიც ძვირფას მეტალებს ყიდის. ოქროს ნაძვის ხე კომპანიის ოფისში 15 დეკემბრამდე განთავსდება.

კომენტარები

სხვა სიახლეები