ნინი ქარსელაძე „ქუჩის ბიჭებს“ იცავს – „თქვენი ბოროტი გულებით ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს…“

მომღერალი ნინი ქარსელაძე „ქუჩის ბიჭების“ მისამართით გამოთქმულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ამ სიყვარულს ვერასოდეს, ვერავინ და ვერაფერი მოერევა!!! გაბოროტებული პოსტების, ადამიანების და ჯგუფების მცდელობა დააკნინონ 25-წლიანი გამოცდილების ჯგუფი-მხოლოდ ნულის ტოლფასია! ამ სიყვარულს დამსახურება უნდა, ხოლო თქვენი პოლიტიკურად ანგაჟირებული, გაბოროტებული პოსტებით ამ ყველაფერს ვერ გააქრობთ და ვერ წაშლით! იქონიეთ ნამუსი, ყველაფერს აქვს ზღვარი!!! ამ ზღვარზე გადმოსვლას და სათუთ თემაზე შეხებას არ გაპატიებთ!!! მე მიყვარს ჩემი საქმე, ქუჩის ბიჭები და განსაკუთრებით ვაფრენ იმ სიყვარულზე, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყველგან და ყოველ წამს ვიღებთ! აი, ზუსტად ამიტომ, 28-ში სიკეთე გაიმარჯვებს.
P.S. თქვენ და თქვენი ოჯახები, ბოროტი გულებით, ებარებოდეთ გრიგოლ ვაშაძეს“,- წერს ნინი ქარსელაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები