სექს-რობოტ „დოროთის“-თან ინტიმური ურთიერთობა გამოკითხულთა 56%-ს ექნებოდა

 

ამერიკელმა რეჟისორმა, ჯიმი მიჰაელმა სოციალურ ქსელ „Tinder“-ში სექს-რობოტ „დოროთის“ ფოტოები გამოაქვეყნა, როგორც მისი ახალი ფილმის, „მე მინდა ჩემი სექს-მანქანა“, პერსონაჟი. ფილმი რობოტების ბორდელების შესახებაა, მასში, ასევე, ნაჩვენებია ერთგვარი გამოძიება იმ მიზეზებისა და თავისებურებებისა, რაც სექს-მანქანების გამოყენებას თან ახლავს.
39 წლის ნიუ-იორკელ რეჟისორს აინტერესებს, რამდენ ადამიანს ექნება სურვილი ჰქონდეს ინტიმური ურთიერთობა ასეთ რობოტთან. მან ნებართვა აიღო მეტ მაკმულენისგან, რომელმაც მსოფლიოს პირველი კომერციული სექს-თოჯინა „დოროთი“ შექმნა და დიდებისთვის განკუთვნილი თოჯინის ფოტოები გაცნობის საიტზე განათავსა.
„დეილი სთარ ონლაინთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ჯიმი მიჰაელი აცხადებს, რომ გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 56%-ს სიამოვნებით ექნებოდა ინტიმური ურთიერთობა სექს-რობოტთან.

კომენტარები

სხვა სიახლეები