ბავშვი, რომელსაც აუტიზმი აქვს, თვითმფრინავში არ აუშვეს – რა მოხდა “კოპიტნარის” აეროპორტში

აუტიზმის ფონდ “კამპუსი”- ს თანამშრომელი მარი კორკოტაძე სოციალურ ქსელში ბავშვის შესახებ წერს, რომელსაც აუტიზმი აქვს.
როგორც სტატუსიდან ირკვევა ბავშვი თვითმფრინავში არ აუშვეს, რადგან მას პანიკური შეტევა დაეწყო, თუმცა მისი დაწყნარება დედამ მალევე შეძლო.
“ამ წუთას დამირეკა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელმა. საბერძნეთში ბრუნდებოდა უკან ბავშვთან ერთად და კოპიტნარის აეროპორტში არ გაუშვეს და დატოვეს. როგორც დედამ მითხრა, 2 დღით ადრე აცნობა აეროპორტს ბავშის მდგომარეობის შესახებ. გაფრენამდე ბავშვს ჰქონდა ისტერიკა, დაამშვიდა დედამ, სასწრაფოც კი გამოიძახეს, ექიმებმაც დასტური მისცეს, რომ ბავში მშვიდადაა და შეეძლოთ გაფრენილიყვნენ. მაგრამ ბავშვი არ გაუშვეს და დატოვეს.
როგორც დედამ თქვა, ბავშვს ძალიან უყვარს თვითფრინავი და სანამ დაჯდება მანამ ემართება ეს ისტერიკა, როგორც კი ჩაჯდება თვითფრინავში ეგრევე წყნარდება. ეს ყველაფერი არ გაითვალისწინეს.
ბავშვს საქართველოში ყოფნისას გაურთულდა მდგომარეობა, როგორც იცით აქ ვერანაირ სერვისს ვერ მიიღებს. საბერძნეთში უკვე ეწყება თერაპიები და სკოლა და დედას ვერ მიყავს ბავშვი.
ბავშვს არ უშვებენ თვითფრინავში და უარს ეუბნებიან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას აქვს აუტიზმი!
ბილეთის ფული არავინ დაუბრუნა. ახლა ისესხა ფული, რომ ბილეთები ჰქონდეს და ეშინია ისევ იგივე დრეში არ ჩააგდონ.
მოგმართავთ ჟურნალისტებს, რომ გააშუქოთ ეს ამბავი. შემიძლია დაგაკავშიროთ მშობელთან”, – წერს მარი კორკოტაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები