უკვე წლებია, ყველასთვის ცნობილია, რომ პრინც ჰარის გულში, აფრიკას განსაკუთრებული ადგილი აქვს. ცოტა ხნის წინ კი გავრცელდა ფოტოები, რომლებიც სასექსის ჰერცოგის ლესოტოში მორიგ მოგზაურობას ასახავს. პრინცმა მისი საქველმოქმედო ფონდის მიერ აშენებული ბავშვთა ცენტრის ახალი შენობა გახსნა. აქამდე ეს ფოტოები არ ყოფილია გავრცელებული და კენსინგტონის სასახლემ საბოლოოდ მაინც გადაწყვიტა მათი გასაჯაროება.
ფოტოები ასახავს, როგორ ერთობა და მხიარულობს ახალგაზრდა პრინცი აფრიკელ ბავშვებთან ერთად, ასევე ბუშტებით თამაშობს.
პირველად, ჰარი ლესოტოში 2004 წელს ჩავიდა, 2006 წელს კი, უკვე ფონდი „სენტებალე“ ლოსოტოს პრინც სეისოსთან ერთად დაარსა. როგორც ცნობილია, აფრიკელებზე შეყვარებულმა ჰარიმ ობოლი ბიჭი მუტსუ პოტსანი თავის ქორწილში დაპატიჟა, რომელიც ამა წლის მაისში გაიმართა. ჰარიმ ობოლი ბიჭუნა ჯერ კიდევ აფრიკაში პირველი მოგზაურობის დროს გაიცნო და მას მერე მასთან კონტაქტს არ წყვეტდა.
სხვა სიახლეები