მომღერალი ირაკლი ნოზაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას კიდევ ერთხელ უხდის მადლობას.
“გამაჯობა!
დიდათ არ გამოვირჩევი სტატუსებისა და პოსტების წერით და გამოქვეყნებით, მაგრამ ეს აუცილელად უნდა გაგიზიაროთ ჩემო კარგებო,როდესაც ადამიანი ისეთ განსაცდელს გადაიტანს როგორის გადატანაც მე მომიწია, მერე ყველაფერს სხვაგვარად უყურებ და აფასებ.
რადგან ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, უფლის წყალობით სიცოცხლის გარძელებით დასრულდა, არ ვაპირებ დროის დაკარგვას ცუდ ფიქრებზე და მხოლოდ სიკეთეზე და პოზიტიური საქმის კეთებას ვუძღვნი ჩემს
მეორე იცოცხლეს!
უამრავი მადლობა მაქვს სათქმელი თქვენთვის!
ძალიან თბილები ხართ და ეს მაბედნიერებს.
მადლობა იმ ზღვა ხალხს რომლებც საავადმყოფოს ეზოში საათობით იყავით ჩემი ამბის გასაგებად!
მადლობა იმ მედ-პერსონალს რომლებმაც თავი არ დაზოგეს და სიცოცხლისკენ მომაბრუნეს!
მადლობა ჩემ ბიჭებს, (ქუჩის ბიჭებს) რომლებიც 1 წამით მარტო არ მტოვებდნენ და ერთმანეთს მრიგეობით ცვლიდნენ რომ მე მარტო არ დავრჩენილიყავი!
ასეთი მეგობრობა შეკვეთით არ მოდის. ეს ღვთისაგან ბოძებული საჩუქარია!
დიდი მადლობა ჩემს მფარველ ანგელოზად ქცეულ გოგონას, რომელც მთელი ხელით ჭრილოაში იყო შემძვრალი და არტერია თითებით ეჭირა რომ სისხლისაგან არ დავცლილიყავი!
მადლობა ჩემს ოჯახს ჩემი აუტანელობის მიუხედავად მაინც რომ ვუყვარვარ!
მადლობა ჩემს იაკოს. ზუსტად შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი შვილის დედა და იცი ეს რასაც ნიშნავს. მაბედნიერებ!
მადლობა ჩემ ლუკაჩოს. ბოლო წამს, სანამ გონებას დავკარგავდი ჩემს წარმოსახვაში მიმეორებდი რომ მააამ! ყველაფერი კარგად იქნება და არ შეშინდეო!
ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემმა ამბავმა შეაწუხა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს!
მადლობა მეუფეს! (მეუფე სერაფიმეს).
მადლობა მამა შალვას ამ მადლიანი ადგილისათვის სადაც მის გარეშე ვერ მოვხვდებოდი!
და რათქაუნდა მადლობა უფალს რომ დღეს მე თქვენთან ვარ და მყევხართ!
მადლობა ნიაკოსათვის. ვუუუუიმეეეეე. მბურძგლავს ამ ადამიანის ყველაფერზე!
მაპატიეთ ჩემი დაუნახავობა და უმადურობა!
მიყვარხართ და ყველაფერი კარგად იქნება!
თქვენი
ირაკლი ნოზაძე.
(პიკასო)” – წერს მომღერალი.
სხვა სიახლეები