რა გელით აგვისტოში? – ასტროლოგიური პროგნოზი

1. ვერძი – ეცადეთ, 10 აგვისტომდე ცოტა განიტვირთოთ და თქვენი ცხოვრების სწრაფი რიტმი ოდნავ შეანელოთ. 10 აგვისტოს შემდეგ კი, შეგიძლიათ ისევ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეთ.
ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. ამ პერიოდში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დეტალებზე ყურადღების გამახვილების წყალობით იპოვნით რთული სიტუაციიდან გამოსავალს. ნუ იტყვით უარს გამოწვევებზე. ყველა ნაბიჯი, რომელსაც აგვისტოში გადადგამთ წარმატების მომტანი იქნება.


2. კურო – ბოლოსდაბოლოს დგება დრო, რომ დაკავდეთ იმ საქმით, რაც გაბედნიერებთ. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც თქვენთვის ღირებულია, ისიამოვნეთ. უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. უფრო ხშირად იურთიერთეთ ადამიანებთან. გარშემომყოფებთან კომუნიკაცია წარმატებას მოგიტანთ. 7 აგვისტოს შემდეგ უფრო მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში, ან ოჯახის წევრებთან ერთად. მათი მხარდაჭერა გაგაძლიერებთ.

3. ტყუპები – თქვენ სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება გელოდებათ. მოსალოდნელია, რომ დაუბრუნდებით ყოფილ პარტნიორს და მასთან დიდ სულიერ კავშირს იგრძნობთ. იქნებით გაცილებით ბედნიერი. აგვისტოს ბოლოს სასიყვარულო ურთიერთობა კიდევ უფრო მყარი გახდება და თქვენ განსაკუთრებულ სიახლოვეს იგრძნობთ საყვარელ ადამიანთან.

4. კირჩხიბი – ასტროლოგები გირჩევენ, რომ წახვიდეთ სადმე ისეთ ადგილას, სადაც თავს უსაფრთხოდ, დაცულად იგრძნობთ. თქვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ გვერდით გყავდეთ ადამიანი, რომელიც თქვენზე იზრუნებს და გაგრძნობინებთ, რომ მარტო არ ხართ. გირჩევთ, რომ აგვისტო მშობლების, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატაროთ. მოსალოდნელია ემოციების მოჭარბება, მაგრამ უნდა სცადოთ მათი გაკონტროლება. 13 აგვისტოს შემდეგ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც ახალ შესაძლებლობებს გაგიჩენენ.

5. ლომი – აგვისტო თქვენი თვეა და დროა, ყველას აჩვენოთ თქვენი ბრწყინვალება. ყველა კუთხით წარმატება გელოდებათ. შესანიშნავად გამოგივათ ცხოვრების დირიჟორობა. მიჰყევით ინტუიციას და უარს ნუ იტყვით გართობაზე. მოსალოდნელია ფინანსური წარმატება, სასიყვარულო ურთიერთობა კი იქნება ისეთი მყარი, როგორც არასდროს.

6. ქალწული – გჯეროდეთ, რომ რასაც შეეხებით, ყველაფერი გამოვა, ყველაფერი შესანიშნავად იქნება. გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების. ნუ დაეჭვდებით გადაწყვეტილებების მართებულობაში. მიჰყევით სურვილებს, გააკეთეთ ის, რაც გსურთ, რაც გულით გინდათ და ნუ იფიქრებთ იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი. ამ შემთხვევაში, თქვენი აგვისტო დაუვიწყარი იქნება.

7. სასწორი – განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თქვენთვის 2 აგვისტოდან 17 აგვისტომდე პერიოდი. ვენერას გავლენით ამ პერიოდში მოსალოდნელია სასიყვარულო ურთიერთობაში წარმატება. თუ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, აუცილებლად იპოვნით მას და თუ გყავთ, ურთიერთობა გაცილებით მყარი იქნება. შესაძლოა, დაქორწინების გადაწყვეტილებაც კი მიიღოთ.

8. მორიელი – თქვენთვის არც ისე კარგი პერიოდი იწყება. შესაძლოა პრობლემებმა იჩინოს თავი როგორ ფინანსური კუთხით, ასევე სასიყვარულო ურთიერთობაში, თუმცა გირჩევთ, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ და მოითმინოთ. რთული პერიოდი 30 აგვისტომდე გასტანს.

9. მშვილდოსანი – თქვენი მმართველი პლანეტა, იუპიტერი აგვისტოში სასწორში იქნება და სასწორის გავლენით მოსალოდნელია, რომ აგვისტო იქნება მშვიდი და სტაბილური თვე. უფრო მეტად აჩვენეთ ადამიანებს თქვენი ნამდვილი ძალა, ნიჭი და შესაძლებლობები. დაანახეთ გარშემომყოფებს, რომ ყველაფერი შეგიძლიათ და ნახავთ, რომ წარმატება არ დააყოვნებს. სასიყვარულო ურთიერთობის თვალსაზრისით შესაძლოა სადავეები ხელიდან გაგექცეთ, მაგრამ არ იდარდოთ და შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი.

10. თხის რქა – ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ. როგორც წესი, ემოციური არ ხართ, თუმცა დრო დგება, რომ ის რაც გულში გაქვთ, რასაც შინაგანად გრძნობთ, გარეთ გამოიტანოთ, გამოხატოთ. სასიყვარულო ურიერთობებს სჭირდება ემოციურობა და ემოციებისა და გრძნობების გამოხატვის წყალობით ურთიერთობაში წარმატება გელოდებათ. მოსალოდნელია, რომ აგვისტოში ნაწილობრივ მოაგვარებთ ფინანსურ პრობლემებსაც, თუმცა ამ თვალსაზრისით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ელოდოთ.

11. მერწყული – უფრო მეტი ყურადღება დაუთმეთ ადამიანებთან ჯანსაღ ურთიერთობებს, კომუნიკაციას. შესაძლოა მეგობრებთან, ან ოჯახის წევრებთან კონფლიქტი მოგივიდეთ. მოსალოდნელია, რომ სრულიად ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ, რომელიც დიდი ალბათობით ხანგრძლივი იქნება.

12. თევზები – ზოგადად თევზებს წარმატებული წელი გაქვთ და აგვისტოშიც წარმატებები გელოდებათ. თავს ბედნიერად იგრძნობთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით მოსწყდეთ საქმეს და უფრო მეტი დრო დაუთმოთ მათ, ვისაც უყვარხართ.

წყარო:http://dainteresdi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები