ამერიკელი, რომელიც სიმსივნისგან იღუპება, ადამიანს, რომელმაც გაქურდა, წერილს სწერს

ამერიკელმა, რომელიც ვენეციაში ისვენებდა და ჯიბის ქურდის მსხვერპლი გახდა, დამნაშავეს წერილი მისწერა. აღნიშნული წერილი იტალიურმა მედიამ გაავრცელა. ამერიკელი წერილში ქურდს მისი საფულის დაბრუნებას სთხოვს.
„სიმსივნისგან ვკვდები. შენ მე ფულის და საკრედიტო ბარათების გარეშე დამტოვე. წარმოიდგინე ამ ყველაფერმა როგორ იმოქმედა ჩემზე. მე ვლოცულობ. შენთვის ვლოცულობ. მოიშორე ის ცოდვა, რომლისგანაც უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან. მე შენ მოგიტევე.“
ამერიკელი მაიკლ ვილი ვენეციის წყლის ტრამვაიში გაქურდეს. მან პოლიციას მიმართა და ეს წერილი დაწერა, რომლის გამოქვეყნებაც შემდეგ გადაწყდა. ასევე ამერიკელმა დაწერა იმის შესახებ, რომ ვენეციური არდადაგები მისთვის „მეუღლესთან უკანასკნელი მოგზაურობაა“.
გამოცემები, რომლებიც მის გულისამაჩუყებელ წერილს აქვეყნებენ, ასევე წერენ, რომ თუ კი ვინმე მის საფულეს იპოვის, სან-მარკოს მოედანზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში მიიტანოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები