„ახლა ბურთი მის მხარეზეა“ – რატომ აჩუქა პუტინმა ტრამპს ბურთი (ფოტო, ვიდეო)

ჰელსინკში, ერთობლივი პრესკონფერენციისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ–ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ფეხბურთის ბურთი აჩუქა, რომელიც სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამზადდა.
„მინდა ეს ბურთი აშშ-ის პრეზიდენტს გადავცე – ახლა ბურთი მის მხარეზეა, მით უმეტეს, რომ 2026 წელს ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ტარდება“,- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამერიკის პრეზიდენტმა ტრამპს მადლობა გადაუხადა და ბურთი თავის მეუღლეს მელანია ტრამპს ესროლა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა.
“ძალიან დიდი მადლობა. დიახ, ჩვენ ვმასპინძლობთ და იმედი გვაქვს, მას კარგად ჩავატარებთ. ამას ჩემს შვილს, ბარონს წავუღებ. მელანია, აიღე”, – აღნიშნა აშშ–ს პრეზიდენტმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები