ხაკერმა “რობინ ჰუდებმა” მოქალაქეებს უფასო ბენზინი დაურიგეს

ამერიკის ქალაქ დეტროიტში უცნობმა „რობინ ჰუდებმა“ უფასო ბენზინის დარიგების აქცია მოაწყვეს. ახლა კი პოლიცია ეძებს იმ ადამიანებს, რომლებმაც ქალაქის განაპირას მდებარე ბენზინგასამართი სადგური გატეხეს.
საათნახევარში მათ რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობის ბენზინის მოპარვა მოახერხეს.
შემთხვევა, ბენზინ გასამართ სადგურზე რამდენიმე დღის წინ, შუა დღეს ხმოდა. სადგურის „ჭკვიანი“ ნასოსი გამოირთო და ბენზინს უფასოდ ასხამდა. 90 წუთის განმავლობაში, სანამ ხარვეზი არ გასწორდა, დაახლოებით ოცი მანქანის მძღოლმა შეძლო ამ „სერვისით“ სარგებლობა.
პოლიციის ვერსიით, დამნაშავეებმა რაღაც ხაკერული ხერხით სადგურის კომპიუტერულ სისტემაში შეღწევა და პროცესზე ოპერატორის წვდომის გათიშვა შეძლეს. თანამშრომელი აცხადებს, რომ ხედავდა რაც ხდებოდა, მაგრამ თავისი პულტიდან ბენზინის მიწოდების გამორთვას ვერ ახერხებდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები