ტაილანდის მღვიმედან მეხუთე ბავშვიც გამოიყვანეს

ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს, მაშველებმა მეხუთე ბავშვი გამოქვაბულიდან ამოიყვანეს. ამის შესახებ ტაილანდური მედია იუწყება. „მეხუთე მოზარდი უკვე ზემოთ არის! ბავშვი საველე ჰოსპიტალშია გამოქვაბულის სიახლოვეს, მას ჩიანგრაის საავადმყოფოში გასაგზავნად ამზადებენ. ის ადგილობრივი დროით 16:45-საათზე გამოიყვანეს, ნათქვამია სასწრაფო შეტყობინებაში.
ორშაბათს დილიდან მაშველებმა განაახლეს გუშინ შეწყვეტილი ევაკუაციის ოპერაცია. კვირას მათ ოთხი ბავშვის ამოყვანა შეძლეს. ბავშვები მსუბუქი აღჭურვილობით ამოჰყავთ. დაახლოებით ერთ კილომეტრს ისინი წყლის ქვეშ გამოცდილი დაივერების თანხლებით გადიან.
არსებული ინფორმაციით, უკვე ამოყვანილი ბაშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა მათთან მშობლებს არ უშვებენ. მისიის ხელმძღვანელმა და პროვინცია ნარონგსაკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მშობლები მხოლოდ საკარანტინო შუშის მიღმა შეძლებენ გადარჩენილი შვილების ნახვას.

კომენტარები

სხვა სიახლეები