ლონდონის ცენტრში მდებარე „მაკდონალდსში“ მისული წყვილი, იქ მყოფი ბავშვების თვალწინ იმდენად თავგასულად მოიქცა, რომ რესტორნის პერსონალს პოლიციის გამოძახება მოუხდა. ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა, მომხმარებლების თვალწინ, სალაროსთან სექსის იმიტირება მოახდინეს, რითიც გარშემომყოფთა აღშფოთება გამოიწვიეს, თუმცა მათი გაჩერება ვერავინ შეძლო.
სავარაუდოდ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი წყვილი შეკვეთას ელოდებოდა. თავიდან, შავთმიანი გოგო პარტნიორის შეცდენას შეუდგა და სექსუალური ცეკვა დაიწყო. ბიჭის გამოწვევა გოგომ წარმატებით შეძლო, რადგან მალევე ბიჭმა ის დახლზე შემოსვა და ფეხებშორის მოაქცია. ცოტა ხანში გოგომ გახდა გადაწყვიტა და მკერდი მოიშიშვლა. აღსანიშნავია, რომ ყველაფერს ბავშვებიც უყურებდნენ, რაც სათვალთვალო კამერების მიერაა დაფიქსირებული. მათი მშობლების პროტესტის მიუხედავად, წყვილი „გართობას“ აგრძელებდა. ისინი შენიშვნებზე არ რეაგირებდნენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, დაწესებულების დატოვება მოუხდათ, რადგან როგორც მათ განუმარტეს, ადგილზე პოლიცია იყო გამოძახებული. აღსანიშნავია, რომ რესტორნის მომხმარებლები გაკვირვებულები იმითაც დარჩნენ, რომ პერსონალი ინციდენტის დროს არანაირ ზომებს არ მიმართავდა.
„ეს სიგიჟე იყო, ჯერ კიდევ დღის საათებში უამრავი ოჯახი იყო შეკრებილი და ეს წყვილი კი, ასე იქცეოდა.“ – ამბობს ერთ-ერთი მომხმარებელი „The Sun”-თან ინტერვიუს დროს.
მოგვიანებით, „მაკდონალდსის“ წარმომადგენელმა განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პერსონალმა პოლიცია გამოიძახა, თუმცა წყვილმა თავისი შეკვეთის აღება და გაქცევა მოასწრო.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ინციდენტი 2017 წელს მოხდა, თუმცა, სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრები მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა.
https://www.youtube.com/watch?v=VdTnouTpjj0&feature=youtu.be