ქალებს, აბორტის გაკეთებამდე, სასულიერო პირის ნებართვას სთხოვენ

რუსულ სოციალურ ქსელში სკანდალი მომწიფდა. ინტერნეტის მომხმარებლები წერენ, რომ ბელგოროდის ოლქში ქალებმა, რომლებსაც აბორტის გაკეთება უნდათ, ჯერ სასულიერო პირთან გასაუბრება უნდა გაიარონ და მოისმინონ მისი დარიგება ორსულობის შეწყვეტის ცოდვასთან დაკავშირებით, მხოლოდ მის მიერ ხელმოწერილი ქაღალდით არის შესაძლებელი ექიმთან მისვლა. უფრო მეტიც, თანხმობის მიღება საჭიროა სპეციალური კომისიის წევრებისგან, რომელთა შორის არიან: ქალთა კონსულტაციის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი, კრიზისული ცენტრის წარმომადგენელი, ეპარქიის წარმომადგენელი… და ყველა ამ პირმა უნდა დაადასტუროს, რომ ქალი რჩევა-დარიგებებს არ იღებს და უკან არ მიაქვს თავისი გადაწყვეტილება, მათი დარწმუნების მიუხედავადაც კი. ჯანდაცვის ადგილობრივი დეპარტამენტიც და ეპარქიაც ირწმუნება, რომ ეს ღონისძიება-ე.წ წინა სააბორტო კონსულტირება, ნამდვილად არსებობს, მაგრამ მხოლოდ კეთილ ნებაზეა დაფუძნებული.
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება, მედია და სოციალური ქსელების მომხმარებლები ქალთა უფლებების ასეთ დარღვევას კრიტიკულად ეხმაურებიან და დანერგილ პრაქტიკას უკანონოს უწოდებენ.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები